CLICK HERE FOR BLOGGER TEMPLATES AND MYSPACE LAYOUTS »

Monday, March 30, 2009

მგზავრული

მივდივარ.
ღამე არ იღალება
და თითქმის მეც ვერ ვგრძნობ დაღლილობას.
მთვარე, _ ჩინელის ძუნწი თვალებით, _
იჩენს ქართველის ხელგაშლილობას.
მივდივარ.
უკან ჩამომრჩა ღამე.
შემომეფეთა გზაში ცისკარი.
ტოროლასავით მიფრინავს თვალი, _
გული კი ჩემზე უფრო იჩქარის.

სიჩუმეს არღვევს მამლის ყივილი.
ისმის აქა-იქ ძაღლების ყეფა:
დარჩენას სთხოვენ
მთვარეს ძაღლები,
მთვარე კი მაინც
ჩადის, _ 
არ რჩება.

მზეს, ალბათ, ჩემთან მგზავრობა უნდა, _
ყაყაჩოვდება უკვე ცის კიდე;
მე კი მინდა, რომ ეს ღამე ტურფა
იყოს,
გაგრძელდეს
ცოტა ხანს
კიდევ!
მუხრან მაჭავარიანი
By Sanoo=)

0 comments: